მაღაროში მუშა დაიღუპა

2019-10-17 23:21:25

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის მასის ჩამოშლას მოჰყვა, - ამის შესახებ ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის დროს გვირაბში იმყოფებოდა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს."