ახალგაზრდა გოგო ქმარმა ქამრით გაგუდა

2019-10-17 18:22:49

საზარელი მკვლელობა მოხდა ბოლნისში, სოფელ ტალავერში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქმარ­მა 25 წლის ცოლი ქამ­რით გა­გუ­და. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლის ცხედარი პოლიციის შენობაში მიიტანა და სამართალდამცველებს მკვლელობის შესახებ თავად აცნობა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა ყოფილიყო. გარდაცვლილი მშობლებმა ბაქოში უკვე გადაასვენეს. 25 წლის გოგოს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.