ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო და დანაშაულის შესახებ თავად განაცხადა.
დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.