რუსთავში 15 ობიექტი დაიხურა

2019-10-05 12:46:02

რუსთავში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები.

კრიტიკული შეუსაბამობის, კერძოდ კი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და  ვადების არქონის გამო, ბოლო 1 თვის განმავლობაში 15 ობიექტი დაიხურა.

დროებით ფუნქციონირება შუეწყდა კვების, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს და სასაკლაო განყოფილებებს.

დახურული ობიექტების ნაწილმა გამოასწორა პრობლემა და უკვე განაახლა ფუნქციონირება, დანარჩენი კი ამდროისთვის გამოსწორების რეჟიმს ექვემდებარება.