რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოყოლილი 10 ოჯახი, უძრავ ქონებას არ თმობს. მათი განცხადებით, ის თანხა რომელსაც ბინებისა და მიწების სანაცვლოდ,მათ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სთავაზობს, საკმარისი არ არის. ადგილობრივების იურისტის განცხადებით, თითოეულ ოჯახში რამდენიმე პირი ცხოვრობს, ამიტომ ალტერნატიული ფართის შესაძენად, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანახა 20-დან 30 000 ლარამდე, საკმარისი არ არის. „ინფო რუსთავი“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორის მოადგილეს ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა არადეკვატურია და კომპესაციის სახით მათთვის მისაცემი თანხა არ გაიზრდება.