დაჭრის ფაქტი მარნეულში

2019-10-16 12:54:54

მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, სისხლიან ინცინდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.