ახალი ბაღი მარნეულში

2019-10-15 16:45:33

მარნეულს, სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება შეემატა. თანამედროვე სტანდარტების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, სოფელ საიმერლოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, სადაც საბავშვო ჯგუფებთან ერთად, განთავსებულია სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 600 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას,  ქვემო ქართლის მხარისა და ადგილობრივი  თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ. 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, განთავსდა  სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.

აღსანიშნავია, ახალი საბავშვო ბაღი  სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდებას, უზრუნველყოფს   როგორც სოფელ საიმერლოს, ისე ახლოს მდებარე სოფლის  მცხოვრები ოჯახებისთვის.