მოქალაქეებთან ღია შეხვედრის ფორმატი

2019-10-13 18:00:07

ღია შეხვედრები მოსახლეობასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად, მოქალაქეებს ღია შეხვედრის ფორმატი გააცნეს და მათი საჭიროებები პირადად მოსმინეს. გარდა ამისა ხაზი გაესვა, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა და ზოგიც მომავლისთვისაა დაგეგმილი.

შეხვედრის ფარგლებში, სადახლოს მოსახლეობის მხრიდან, ძირითად საჭიროებად, სოფლების შიდა ქუჩების მოასფალტება, ნარჩენების მართვის სერვისის გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები, მარნეულის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება.