ინფექციური ვირუსული დაავადებები ბაღში.

2017-04-03 14:10:12

ინფექციური ვირუსული დაავადებები რუსთავის ბაღში. ინფორმნაცია აღნიშნულის შესახებ „ინფო რუსთავს“ აღსაზრდელის მშობლებმა მოაწოდეს, მშობლებმა საინფორმაციო სააგენტოს, თხოვნით მიმართეს გაერკვია, რამდენად უსაფრხოა ბაღში ბავშვების ტარება. ბაგა-ბაღების გაერთიანების #25 ფილიალის გამგის განცხადებით, 5-6 წლიან ჯგუში, ერთი კვირის წინ წითელას, სამი დღის წინ კი ბოტკინის შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთაიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განმარტებით, ბოტკინის დაფიქსირებისთანავე, ბაღში დეზინფექციის სამუშაოები ჯერ თავად ბაღის თანამშრომლებმა ჩაატარეს, შემდეგ კი ადგილზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი იქნა გამოძახებული.