საქართველო vs ირლანდია

2019-10-12 16:12:25

17:00 საათზე, „დინამო-არენაზე“ ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დაიწყება – საქართველოს ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს.

უკვე ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე, კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, ქვილითაია

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოჰერტი, მაკლინი, რობინსონი, ჰენდრიკი, ჰურიჰანი, კოლინზი

შეხვედრას იტალიელ არბიტრთა ბრიგადა გაუძღვება:

მთავარი არბიტრი: მარკო გუიდა

ლაინსმენები: ჩირო კარებონე, მატეო პასერი

მეოთხე მსაჯი: დანიელე დოვერი

„დინამო-არენიდან“ საქართველო-ირლანდიის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.