ხვალ წყლის მიწოდება შეიზღუდება.

2017-04-03 10:22:49

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 4 აპრილს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე "მარანი"   სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, რის გამოც ხვალ, 4 აპრილს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას. წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია "რუსთავის წყალი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.