გიორგი დოინჯაშვილის სახელობის ტურნირი [photo]

2019-10-12 13:24:15

თბილისში ერთმანეთს ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი „სტრონგმენები“ დაუპირისპირდნენ.

ტურნირი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დოინჯაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრი სააკაძის მოედანზე ჩატარდა და მაყურებელთა ინტერესი გამოიწვია. მემორიალური ტურნირი ორ წონით კატეგორიაში გაიმართა: -105 და მძიმე წონა. ასევე, შედგა ევროპის თასის მესამე ეტაპი. მძიმეწონოსანმა სპორცმენებმა საკუთარი ძალები სხვადასხვა დისციპლინაში მოსინჯეს.

"ეს შეჯიბრება იქნება ტრადიციული ყოველ წელს, იმიტომ, რომ გიორგი დოინჯაშვილი იყო ევროპის ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორცმენ ამ პოზიციაში" - საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ახვლედიანმა განაცხადა.

შეჯიბრში გამარჯვებულებმა და საპრიზო ადგილზე გასულმა ათლეტებმა - თასები, მედლები, სამახსოვრო დიპლომები და ფულადი პრემიებიც კი დაისაკუთრეს.