მკვლელობა ხაშურში მოხდა

2019-10-11 18:04:04

ხაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია.