ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

2019-10-11 13:24:50

ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლის მოკვლა სცადა. მან ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.