ძარცვა ბენზინგასამართ სადგურზე

2019-10-10 20:00:52

სენაკში, ორი ხელკეტით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორს თავს დაესხა.

მძარცველები ოპერატორს სეიფის გახსნას აიძულებდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი შეირაღებულმა პირებმა მამაკაცს ხელკეტი თავში ჩაარტყეს.
წაღებულია თანხა 300 ლარის ოდენობით.

„ინფო რუსთავს“ შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.