საზეიმო მიღება პედაგოგებს

2019-10-10 19:15:24

მარნეულის მერიამ პედაგოგებს საზეიმო მიღება მოუწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, წარმატებულ პედაგოგებსა და პრაქტიკოს პენსიონერ  მასწავლებლებს, რომელთაც სკოლა დატოვეს, საზეიმო მიღება მოწყო.
ღონისძიება, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე, პედაგოგებისთვის, ყვავლების თაიგულების გადაცემით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის პედაგოგს გიორგი ჭაუჭიძეს, 2 000 ლარიანი ფულადი საჩუქარი გადასცა, ხოლო  საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის სიგელი გადაეცემა ღვაწლმოსილ პედაგოგს იულია დარბაიძეს.

დამსახურებულმა პედაგოგმა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგანაც მიიღო. საზეიმო მიღებაზე სტუმრის სტატუსით  ადგილობრივი რესუსრცენტრის ხელმძღვანელები პირები, სკოლის დირექტორები, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგები,  ესწრებოდნენ.

ფულადი ჯილდო, პედაგოგ, გიორგი ჭაუჭიძეს და №2 სკოლის დირექციას, ლიბერთი ბანკის სახელით, ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებისგანაც  გადაეცა. ღონისძიების ბოლოს   სამახსოვრო ტორტი გაიჭრა. 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი  ფულადი  ჯილდო 261 მარნეულელმა  მასწავლებელმა მიიღო.