ქუჩაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს [video]

2019-10-10 16:22:31

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. [ვიდეო/video]

შემთხვევა ჩაიხანის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 19-დან 22 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილები სოფელ ჯანდარიდან არიან. ადგილობრივების თქმით, უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

დაჭრილები „ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის კლინიკაში მოათავსეს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო.

ვიდეო მასალას მთავარი არხი ავრცელებს.