ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-10-10 10:38:47

ბათუმი  – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ამავე სამსახურის მონაცემებით, ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.

ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს