რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-10-09 23:14:46

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ოქტომბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში კოსტავას, მშენებელთა, ნიკოლაძის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.