“ლელოს” დამფუძნებლები რუსთავში

2019-10-09 14:26:43

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლებმა და წევრებმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ჩართულობის ცენტრში რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.

 “ლელოს” დამფუძნებლებმა დამსწრეებს მოძრაობის ხედვები, უახლოესი გეგმები და ძირითადი მიზნები გააცნეს. მოძრაობის დამფუძნებლებმა შეხვედრაზე დამსწრეებისგან ადგილობრივი პრობლემები მოისმინეს და მათი მოგვარების გზებიც განიხილეს.

"ჩვენი მთავარი მიზანი არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ იმ მდგომარეობიდან გამოსავალი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის ჩვენს ხელში. ეს შეხვედრები ემსახურება სწორედ იმას, რომ შვხვდეთ ადამიანებს, გავაცნოთ მათ მოძრაობა ლელო, მოვიწვიოთ სამომავლო თანამშრომლობისთვის და ერთად მოვიტანოთ ის ცვლილებები რომელიც ყველას ასე გვწყურია", - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი.