რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე TCR-ის პრესტიჟული სარბოლო სერიის სეზონის გახსნა გაიმართა. საერთაშორისო რბოლაში მონაწილეობა 12 ქვეყნის 16-მა გუნდმა მიიღო, მათ შორის ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაიაც ასპარეზობდა, რომელიც ჩემპიონატში ახალ ტექნიკური გუნდითა და ავტომობილით მონაწილეობდა. დატა ქაჯაიამ ჩემპიონატის პირველ წრეში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე წრეში კი მე-10 ადგილზე გავიდა. მეორე წრის გამარჯვებული ესპანელი მრბოლელი პეპე ორიოლა გახდა. TCR არის საერთაშორისო სერია წრიულ რბოლაში, ძარიან ავტომობილებს შორის და ისეთი პოპულარული საავტომობილო ჩემპიონატების გვერდით დგას, როგორებიცაა ფორმულა 1, WTCC და სხვა. TCR ავტორბოლის ეტაპები ტარდება მსოფლიოს საუკეთესო ავტოდრომებზე ტარდება, მათ შორის სეპანგი, სპა, მონცა და სხვა. რბოლა გადაიცემა 40-მდე სპორტულ არხმა გააშუქა. საერთაშორისო ჩემპიონატი რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - “მია ფორსი” ორგანიზებით ჩატარდა.