სკოლებმა ახალი დირექტივა მიიღეს

2019-10-08 18:34:57

გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე დარეკვისთვის და ცრუ გამოძახებისთვის, მოსწავლეთა მშობლები, ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები დაჯარიმდებიან.

სკოლებს  სამინისტროდან მიეცათ დირექტივა და ყველა მოსწავლის მშობელს ხელი მოაწერინეს, თუ მათი შვილი 112-ზე ტყუილად დარეკავს, მაშინ მათ ჯარიმის გადახდა მოუწევს 100-დან 2500 ლარის ოდენობით.

სკოლებში მოსწავლეებს სპეციალური ბროშურებიც დაურიგეს, სადაც მათ აფრთხილებენ შემდეგი ტექსტით: „გახსოვდეს, შენი და ოპერატორის საუბარი იწერება! 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება ან/და გართობის მიზნით დარეკვა მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით! 112-ზე გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი დაჯარიმდება თანხით 100-დან 2500 ლარამდე.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, 112, პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო/სამაშველო სამსახურის გამოძახების მიზნით გამოიყენება.

RUSTAVI