ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.

2017-04-02 15:22:04

რუსთავი- ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „ინტერტრანსის“ მიერ ყოველდღიური მოსაკრებლის 70- დან 80 ლარამდე გაზრდას აპროტესტებენ.
კომპანიაინტერტრანსის" განცხადებით, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და ზამთარში, იმის გამო, რომ მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, ყოველდღიური მოსაკრებელი შეამცირეს , ხოლო ახლა მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად ისევ პირვანდელი მოსაკრებელი შემოიღეს. აქციის გამო რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის პროცესი არ შეფერხებულა.