ავარია ე.წ. შემოვლით გზაზე

2019-10-07 20:04:47

მარტყოფი, მანავის გზატკეცილზე, ე.წ. შემოვლით გზაზე ავარია მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატვირთო ავტომობილი ამწეთი ამოიტანეს.