"ფული აიღო, დენის არ გადაიხადა და ლიფტი გათიშეს".

2017-04-01 20:32:07

"ინფო რუსთავს" XXI მიკრო-რაიონის მოსახლეობა შეეხმიანა და მათი პრობლემის გაშუქება სთხოვა. ადგილობრივების თქმით ის კომპანია რომელიც ლიფტების გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი დღემდე არ გამოცენილა და მათთან კონტაქტზე ვერავინ გადის. სახლის მაცხოვრებლების თქმით, კომპანიის წარმომადგენელმა ყუთში დაგროვილი თანხა აიღო, ელექტრო ენერგიის საფასური არ გადაიხადა და ამის გამო ლიფტი გათიშულია. მოსახლეობა "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ კომპანიის წარმომადგენელს ორივე ნომერი გამორთული აქვს, ლიფტი კი უკვე 1 კვირაა გათიშულია, კორპუსში მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ, მათ ნაწილს მაღალ სართულზე ასვლა უჭირს. მიუხედავად იმისა რომ ლიფტებს ამხანაგობის გადაწყვეტილებით კერძო კომპანიები მართავენ, მოსახლეობა პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს და დახმარებას თვითმმართველობას სთხოვს.