რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენედერში გამარჯვებულმა კომპანიამ, დღეს ნაგვის ბუნკერების დალუქვა VII მკ/რ-ში დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას ევალება დალუქვის სამუშაოები VI, VII, VII ა-სა და VIII მკ/რ-ებს შეასრულოს. სამუშაოების ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს, თანხა 150-მდე სადარბაზოს ბუნკერების დასალუქად არის განკუთვნილი. ტენდერით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები დაწყების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. გამარჯვებული კომპანია ასევე ვალდებულია, რომ დალუქვის შემდეგ ნაგვის ბუნკერებთან სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს.
პარალელურ რეჟიმში ააიპ "დასუფთავების" სამსახური იმ ბინებთან, სადაც ბუნკერები ილუქება ნაგვის ურნების განათავსებას ახორციელებს.