მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

2019-10-06 16:31:06

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ვერცხლისფერი "ლექსუსიდან" ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის, მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ახლანდელი ინფორმაციით, თავდაპირველად შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა.

დაჭრილის ახლობლების თქმით იგი უცხოეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ - საქმე 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.