ნიკა გვარამია დაპატიმრებას ელოდება

2019-10-06 00:20:15

ტელეკომპანია "მთავარი არხი"-ს დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს რომ დარწმუნებულია მას დააკავებენ.

"100% : ბიძინა ივანიშვილი სრულიად შეიშალა მთავარი არხის წარმატების ნიადაგზე და გასცა ნებისმიერი საფუძვლით ჩემი დაპატიმრების ბრძანება. როგორც მთავარი პროკურატურიდან მითხრეს, “ნახევარი პროკურატურა” (ასე მითხრეს) 24/7 მუშაობს, რომ რამე გამომიჩიჩქნოს რ2ის საქმიდან.

ჰა, ველოდები."