"კრასნი იარი" VS "ტიმიშოარა" (ვიდეო).

2017-04-01 16:55:01

რუსთავის სარაგბო სტადიონზე 2017-2018 წლების 'ჩელენჯ ქაფის' საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს  რუსეთის 2015 წლის ჩემპიონი "კრასნი იარი"  და რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა სარასენსი" დაუპირისპირდა. "კრასნი იარის" ღირსებას მოედანზე  6 ქართველი მორაგბე:  ლაშა მალაღურაძე, მიხეილ წიკლაური, გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეენი, ლაშა ლომიძე და გიორგი ფრუიძე იცავდა. მატჩის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი თავდაპირველად მორაგბეებს შორის, შემდეგ კი გულშემატკივრებს შორისაც მოხდა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 12:17 "ტიმიშოარას" გამარჯვებით დასრულდა.