მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-10-04 23:39:54

6 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 6 ოქტომბერი +30°C, 7 ოქტომბერი +24°C, 8 ოქტომბერი +25°C, 9 ოქტომბერი +25°C.