მკვლელობა და თვითმკვლელობა

2019-10-04 14:13:47

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცმა 70 წლის მამაკაცი მოკლა, რის შემდეგაც სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოკლული მამაკაცი საგარეჯოში ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი კონფლიქტი. მათივე ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

მომხდარს შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.