საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს

2019-10-04 12:28:16

გორის ერთერთი საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს. სოფელ ფხვენისის სკოლის დირქტორის თქმით, წაღებულია 6 ახალი კომპიუტერი და ერთი ბავშვის ბუკი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.