ქურდობის მცდელობა

2019-10-04 11:45:07

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, მამაკაცი მე-5 სართულზე აძვრა და ბინაში შეღწევას სახურავიდან ცდილობდა.

ბინის მეპატრონეები ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ და მძარცველის ხმა გაიგონეს. ოჯახის წევრებმა აივნის კარი ჩაკეტეს და უცხო მამაკაცი აივანზე გამოკეტეს, პარალელურად კი პოლიციას დაურეკეს და უთხრეს, რომ მძარცველი აივანზე ყავდათ ჩაკეტილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და აივანზე გამოკეტილი მამაკაცი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო:  აჭარის ტელევიზია