მამაკაცმა, ცოლი შვილის თანდასწრებით სცემა

2019-10-03 17:34:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ა.ვ. გორში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს - 1985 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.