ჰაერის დაბინძურება რუსთავში

2019-10-01 23:49:50

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

25 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავში - 1.9-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.1-ჯერ, 26 სექტემბერს ისევ ქ.რუსთავში -1.9-ჯერ და "ილიას ბაღში" – 1.4-ჯერ, ხოლო 28 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში 1.2-ჯერ. 27, 29 და 30 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.