კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

2019-10-02 15:16:11

კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.

სამოქალაქო პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოლსტონოგოვის ქ.#6-ში გაიმართება. 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე კი მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.