თბილისში, ვაგზლის სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი იმ საწყობში გაჩნდა სადაც პიროტექნიკა ინახებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.