უბედური შემთხვევა წყალტუბოში

2019-09-30 21:58:22

წყალტუბოში 18 წლის ბიჭმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

ახალგაზრდა 9 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც შვილის დაღუპვის შესახებ დედამ შეიტყო, თურქეთიდან ჩამოვიდა. სავარაუდოდ ისიც სიმაღლიდან გადმოხტა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.