დატოვებს თუ არა #5 სკოლას მოსწავლე [video]

2019-09-20 20:17:01

#5 საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს "ინფო რუსთავთან" იმ მოსწავლის დედა აფასებს, რომლის სკოლიდან წასვლასაც დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე მშობლები მოითხოვენ. [ვიდეო/video]

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასელის დედა მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას არ აპირებს. როგორც ის საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბარში აცახდებს, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს, გარდა ამისა, ბავშვის დედა თვლის, რომ მოსწავლის სკოლიდან წასაყვანად არანაირი მიზეზი არ არსებობს.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, მისი შვილი საგაკვეთილო პროცესს დაესწრება.

თავის მხრივ, აქციების გაგრძელებას და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას აანონსებენ ის მშობლები, რომლებმაც დღეს #5 საჯარო სკოლის ეზოში აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, შვილებს სკოლაში მანამ არ გაუშვებენ, სანამ მე-6 კლასელი გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულებას რა დატოვებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები