პენსია იზრდება

2019-10-01 12:54:04

70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პირველი ივლისიდან პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ. ასევე პენსია გაეზრდებათ 18-წლამდე ასაკის, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ჯამში კი, როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია 2020 წელს 50 ლარით გაიზრდება.

პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, - განაცხადა გახარიამ.