ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში [video]

2019-09-29 14:56:02

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. [ვიდეო/video]

"ჰონდას" მარკის ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავის" ცნობით, დაშავებულ მამაკაცს გონება არ დაუკარგავს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.