მარნეულში მოხალისეები დააჯილდოეს

2019-09-28 18:14:04

მარნეულის მერიამ 150-მდე ახალგაზრდა მოხალისე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

მიმდინარე წელს, მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო.
მოხალისეებმა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს, რომლის შემდგომაც მათ მიერ გაწეული სამუშაოები, ანგარიშის სახით დაინტერესებულ პირებს გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს, მუნიციპალიტეტის სახელით, მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით მასშტაბურ აქტივობებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.