ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-09-27 19:18:59

აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა, მძღოლი ავტომანქანიდან გადმოსვლას ცდილობდა რა დროსაც მას მანქანა ზედ დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.