მანქანა კლდიდან ჩამოვარდა [video]

2019-09-27 16:44:41

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში. [video/ვიდეო]

ჰიუნდაის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან ჩამოვარდა. ახალგაზრდა გოგო რომელიც ავტომობილს მართავდა მსუბუქად დაშავდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის მობრუნებას ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.