სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

2019-09-27 12:29:17

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთაველ ვეტერანებთან ერთად "დიდების ხეივანში" საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მეუფე იოანემ  სამღვდელოებასთან ერთად დაღუპული გმირების მემორიალთან პარაკლისი გადაიხადა.

დღესვე, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.

​ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაპირისპირების დროს 100-ზე მეტი რუსთაველი დაიღუპა.