ოჯახის წევრები დაკარგულს ეძებენ [photo]

2019-09-26 22:51:02

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში 85 წლის მამაკაცს ეძებენ.

"ინფო რუსთავს" ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ - "85 წლის ოთარ მამულოვი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. მამაკაცს ტანთ ეცვა ყავისფერი ქურთყკუ და სპორტული შარვალი".

ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია მამაკაცის ადგილსამყოფელის შესახებ დარეკეთ 595 10 00 46 ; 599 79 16 71.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე პოლიციაში შეტყობინება შემოსულია, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო მოქმედებები".