უბედური შემთხვევა

2019-09-25 23:48:25

ორი ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში.

საკუთარ საკარმიდამო ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა 42 წლის ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ხმაურზე გარდაცვლილის ოჯახში შევიდა 72 წლის კაცი, რომელსაც გული გაუჩერდა და იქვე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით არის დაწყებული.