უსიამოვნო სუნი რუსთავში [video]

2019-09-25 23:31:58

რუსთავში უსიამოვნო სუნი ისევ შემოდის. [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავს" მოსახლეობა დაუკავშირდა და ფაქტის შესახებ აცნობა.

შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა XXI, XVII და XIX მიკრორაიონები მოიარა სადაც უსიამოვნო სუნი ამ დრომდე იგრძნობა.

სააგენტომ აღნიშნული ფაქტი არაერთხელ გააშუქა, ბოლოს კი პირდაპირი ჩართვა ერთერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიიდან ჰქონდა, ყველაზე მძაფრად სუნი სწორედ აღნიშნულ ადგილზე იგრძნობოდა.

ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" 3 კვირის წინ განაცხადა რომ ჩატარდებოდა ექსპერიმენტი და დადგინდებოდა სუნის წარმომავლობის ადგილი. ჩატარდა თუ არა ექსპერიმენტი ჩვენთვის უცნობია.