პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება. 5 პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა.
momkhmarebeli.ge-ში აცხადებენ რომ: თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდ.
ესენია: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy", თმის საღებავი "CLAIROL", თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline და ფრჩხილის ლაქი "Olivia".