"რუსთავი 2"-ზე "კურიერი" 9 საათზე ეთერში სხვადასხვა დროს დამზადებული ქუდების მიქსით გავიდა. კადრებში ასევე გამოდნენ უკვე ყოფილი ჟურნალისტებიც. ერთთვიანი პაუზის შემდეგ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ირაკლი იმნაიშვილმა გახსნა. [ვიდოე/video]
"რუსთავი 2" -ის 25-წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან "კურიერის" პროფესიული ფასეულობები სარედაქციო მიუკერძოებლობაა. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფის მხარეს. "კურიერი" არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას. ჩვენი მისიაა ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე, ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე. ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვახდენთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე თქვენი ნდობაა. ჩვენ ვართ "რუსთავი 2" და ეს "კურიერია" - თქვა ირაკლი იმნაიშვილი.
"24 წლის წინ მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა.
მე ვბრუნდები რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული, დავბრუნდი რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია თავისუფლად აკეთონ თავიანთი საქმე" - განაცხადა წინსიტყვაობაში ნათია ლაზაშვილმა.